вторник, 10 февраля 2026 г.

 2025 წლის 23-25 ოქტომბერს, ქალაქ ბრიუსელში (ბელგია), გაიმართა eTwinning-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „Celebrating what unites us“ („ვზეიმობთ იმას, რაც გვაერთიანებს“).

კონფერენცია მიეძღვნა მოქალაქეობრივ განათლებას და 2026 წლის მთავარ პრიორიტეტს - ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს (Skills for life).
ღონისძიების მიზანი იყო განათლების სისტემაში დემოკრატიული ჩართულობისა და 21-ე საუკუნის საკვანძო უნარების მნიშვნელობის წარმოჩენა.
სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროპის 44 ქვეყნის 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის სამმა ქართველმა მასწავლებელმა. მათ შორის ჩვენი სკოლის პედაგოგებმა თამარ ირემაძემ და ნათია ფორჩხიძემ,
სამდღიანმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა eTwinning-ის საზოგადოების, როგორც ინოვაციური ქსელისა და პროფესიული განვითარების პლატფორმის მნიშვნელობა, რომელიც პედაგოგებს აერთიანებს თანამედროვე, ინკლუზიური და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების ხელშეწყობად.

















Комментариев нет:

Отправить комментарий