вторник, 10 февраля 2026 г.

2025 წლის 19-20 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა პროგრამა „e-Twinning‘‘- ის შემაჯამებელი კონფერენცია თემაზე – ,,საბაზისო და სასიცოცხლო უნარები განათლებაში‘‘.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროგრამის 150 აქტიურმა წევრმა მასწავლებელმა, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნებით
e-Twinning-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის.
კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა მოსწავლეთა ნამუშევრებისა და STEAM პროექტების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სასკოლო პროექტების ფარგლებში შექმნილი შემოქმედებითი და ინოვაციური პროდუქტები.
კონფერენცია ეფუძნებოდა „საბაზისო უნარების სამოქმედო გეგმას“, რომელიც 2025 წლის მარტში დამტკიცდა ევროკომისიის უნარების სტრატეგიის ფარგლებში. აღნიშნული გეგმის მიზანია სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება ხუთ ძირითად კომპეტენციაში: წიგნიერება, მათემატიკა, მეცნიერება, ციფრული უნარები და მოქალაქეობა.
კონფერენციაში მიწვეული იყო ჩვენი სკოლის სამი მასწავლებელი თამარ ირემაძე, მადონა დოღონაძე და ნათია ფორჩხიძე. თამარ ირემაძე .

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა თამარ ირემაძე, რომელაც კოლეგებისთვის გამოდილების გაზიარების მიზნით წარადგინა თავისი საავტორო პროექტი
“Citizens of the World“





Комментариев нет:

Отправить комментарий