среда, 1 июля 2026 г.

eTwinning - ის სკოლა 2026-2027

 ჩვენი სკოლა ევროპის რუკაზეა! 🇪🇺🇬🇪


სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩვენმა სკოლამ მეორედ მიიღო eTwinning-ის სკოლის ნიშანი (School Label)! ეს სტატუსი გვაღიარებს, როგორც ევროპული სასკოლო საზოგადოების ლიდერებს ციფრული პრაქტიკის, ინტერნეტუსაფრთხოების, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, გაზიარებული ლიდერობის, გუნდურობისა და თანამშრომლობის, ინოვაციური და ინკლუზიური სწავლების მიმართულებით. 💙💛💙💛


ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება ,,ითვინინგი ჩვენს სკოლაში“, რომელსაც განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ:💙💛💙💛


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის eTwinning-ის პროგრამის მენეჯერი, ქალბატონი ხატია მატკავა და კოორდინატორი, ქალბატონი თეონა სილაგაძე. ქუთაისის მერის მოადგილე, ბატონი შალვა მშვილდაძე და მერიის სამსახურის უფროსი, ბატონი გიორგი ჭეიშვილი, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი კობა ფხაკაძე, ქალაქ ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი მარეხი გიორგაძე.💙💛💙💛


ქალაქ ქუთაისის მე - 8, ე - 13, მე - 16, 37 - ე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცუცხვათის საჯარო სკოლებისა და 25 - ე და 28 - ე ბაგა-ბაღების დორექტორები და წარმომადგენლები​.💙💛💙💛


გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ:


✅️ სკოლის დირექციას მხარდაჭერისა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნისთვის.


✅️ ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა ყველა თანამშრომელს, რომელთა ენთუზიაზმმა და დაუღალავმა შრომამ მოგვიტანა ეს აღიარება.


✅️ მშობლებს — მუდმივი თანადგომისთვის ჩვენს ყველა წამოწყებაში.


​ჩვენ ერთად ვქმნით მომავლის სკოლას! 

💙💛💙💛

​#eTwinning 💙💛

#eTwinningSchool 💙💛

#Education💙💛

 #Our31PublicSchool💙💛

Комментариев нет:

Отправить комментарий