ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების, განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს, როგორც მოზრდილების, ისე ბავშვებისთვის. თუმცა, როგორც ვიცით, ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები უჩვენებს, რომ სულ უფრო იზრდება კიბერბულინგის შემთხვევები (ინტერნეტით და საკომუნიკაციო საშუალებებით მოზარდებს შორის ძალადობა, დამცირება). 6 თებერვალს აღინიშნება უსაფრთხო ინტერნეტის დღე და სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლა მხარს უჭერს ონლაინ ტექნოლოგიისა და მობილური ინტერნეტის უსაფრთხო და უფრო დიდი პასუხისმგებლობით გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების მხრიდან მთელს მსოფლიოში. ყოველწლიურად ასობით ღონისძიება ეწყობა ონლაინ უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად. სწორედ ამ მიზნით, 2 თებერვალს, III - დ და VI - ბ კლასში ჩატარდა ერთობლივი გაკვეთილი (მასწავლებლები:მადონა დოღონაძე და ნონა გიორგაძე) . გაკვეთილის მიზანი უსაფრთხო ინტერნეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. მოსწავლეები გაეცნენ ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებს. მიიღეს ინფორმაცია როგორ აიცილონ თავიდან ინტერნეტ საფრთხეები და ვის მიმართონ ინტერნეტ საშიშროების აღმოჩენის შემთხვევაში.
6 თებერვალს, ამავე მიზნით, ჩვენს სკოლაში დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები.
Комментариев нет:
Отправить комментарий